ნიგერიის ნაკრები საკუთარ წარუმატებლობაში 'ჯადოქრობის' კვალს ხედავს
ნიგერიის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატებზე, პირველად, 1994 წელს გამოჩნდა. მათ შთაბეჭდილება მოახდინეს „ითამაშე ან მოკვდი“ დამოკიდებულებით, რამაც მათ ჯგუფში პირველ ადგილი მოუტანა. უკვე ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატია, როცა ნიგერია ტურნირს გამოტოვებს.
კვირას გამართული კონტინენტური პლეი-ოფის დაძაბული და დრამატული ფინალის შემდეგ, სადაც ნიგერია პენალტების სერიაში კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაამარცხა, „სუპერ არწივების“ მწვრთნელმა, ერიკ შელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი „ვუდუთი“ (შამანური რიტუალი) დამარცხდა.
მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში დრ.კონგომ 4:3 გაიმარჯვა. ნიგერიელებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა „მარაბუტაჟში“ დაადანაშაულა (ტერმინი, რომელიც მაგიის ან ჯადოქრობის აქტების აღსაწერად გამოიყენება). "პენალტების სერიაში კონგოს ფეხბურთელები 'ვუდუს' აკეთებდნენ, ეს ჩვენი ყოველი დარტყმის წინ ხდებოდა, ამიტომაც ვიყავი განერვიულებული, როცა თამაში დამთავრდა" - განაცხადა ნიგერიის ნაკრების მწვრთნელმა.
იმისთვის, რომ დრ.კონგო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს, კონტინეტთაშორის პლეი-ოფში (ერაყი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იამაიკა, სურინამი, ბოლივია, ახალი კალედონია) 2 საუკეთესო გუნდს შორის უნდა მოხვდეს.
🚨 THESE ARE APPARENTLY INTELLIGENT PEOPLE 😂 NIGERIA MANAGER ACCUSES CONGO PLAYERS OF DOING VOODOO DURING THE PENALTIES 🚨
— Scottish veteran (@ScotsVeteran67) November 17, 2025
🚨 VOODOO 😂 pic.twitter.com/APpplfFwFm
სხვა სტატიები
ვინ გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში?
2 კვირის წინ ფეხბურთი
რონალდუ თეთრ სახლში ტრამპს შეხვდება
2 კვირის წინ ფეხბურთი