Belive

ნიდერლანდები ალჟირთან ამხანაგურ მატჩში სენსაციურად დამარცხდა

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდები, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ალჟირთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, სენსაციურად, 1-0 დამარცხდა და მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. აღნიშნული მარცხით, განსაკუთრებით უკმაყოფილი იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, რომელმაც გუნდი უდისციპლინობისა და ნაკლებად აგრესიული თამაშის გამო გააკრიტიკა. საკმაოდ მძიმე თამაში ჰქონდა დონიელ მალენს, რომელმაც რამდენიმე, ძალიან კარგი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. მართალია, ნიდერლანდები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ და მეტოქესთან შედარებით, ბურთის ფლობითა და სახიფათო მომენტების რაოდენობითაც ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ ეს კომპონენტები თამაშის მოსაგებად, საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.

 კუმანმა თავისი გუნდის თამაშზე შემდეგი კომენტარი გააკეთა.

„თამაშში, როდესაც 4-5 რეალურ საგოლე მომენტს ქმნი, აუცილებლად უნდა გაიმარჯვო. მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვერც ერთი რეალური შანსი ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ, შეხვედრა უგოლოდ დავასრულეთ. თამაშის მოსაგებად მხოლოდ სახიფათო მომენტის შექმნა არ კმარა. მთავარია ცივსისხლიანობა შეინარჩუნო, შანსი გამოიყენო და გოლის გატანა შეძლო.“ - რონალდ კუმანი

საპირისპირო მხარეს კი ალჟირმა, რომელიც მეორე ნომრად თამაშობდა, თავისი შანსი გამოიყენა და მატჩის 85 წუთზე, როტერდამის ფეინოორდის შემტევის, ჰაჯ მუსას ულამაზესი გოლის წყალობით, სენსაციური გამარჯვებაც მოიპოვა.

ნიდერლანდები თავის მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას, 8 ივნისს, უზბეკეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს კი 14 ივნისს, იაპონიასთან გამართავს.