Belive

6 გოლი, 2 დუბლი და ნიდერლანდების პირველი გამარჯვება

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ნიდერლანდებმა, შვედეთს დიდი სხვაობით, 5:1 მოუგო. ანგარიში, შეხვედრის მე-5 წუთზე ბრაიან ბრობიმ გახსნა. ამის შემდეგ, შვედებს ძალიან მალევე ჰქონდათ წონასწორობის აღდგენის შანსი, მაგრამ ვიქტორ იოკერესს, ბარტ ვერბრუგენმა აჯობა. შეხვედრის მე-17 წუთზე ბრაიან ბრობიმ დუბლის შესრულება შეძლო და თავისი გუნდი 2 ბურთით დააწინაურა. სკანდინავიელებს, პირველი ნახევრის მიწურულს, გოლების გატანა შეეძლოთ, მაგრამ ნიდერლანდელთა კიპერმა მათ ყველა ჯერზე აჯობა. მართალია, შვედეთის ნაკრებმა, ტაიმის მიწურულს გოლი გაიტანა, მაგრამ აღნიშნული გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.

შეხვედრის მეორე ნახევარიც სწრაფი გოლით დაიწყო. 47-ზე წუთზე კოდი გაკპომ მესამე გოლი გაიტანა. ამ გოლის ეპიზოდში კი, დენზელ დუმფრისმა მეორედ შეასრულა საგოლე გადაცემა. 54-ე წუთზე კი ბრაიან ბრობის მსგავსად, გაკპომაც შეძლო დუბლის შესრულება.

შვედეთის მხრიდან ერთადერთი გოლი ანტონი ელანგას ანგარიშზე იყო. ელანგასთვის ეს სადებიუტო გოლი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩის საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის 89-ე წუთზე კრისენსიო სამერვილმა დააფიქსირა, 5:1.

საინტერესოა ისიც, რომ შვედეთმა მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეორე შეხვედრა, ზუსტად იმ ანგარიშით წააგო, რა ანგარიშითაც, პირველში გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, სკანდინავილებმა პირველ მატჩში, ტუნისს ასევე 5:1 მოუგეს.

ამ ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება, ტუნისსა და ოაპონიას შორის, 21 ივნისს, თბილისის დროით, დილის 8 საათზე გაიმართება. დასკვნით შეხვედრებს კი გუნდები 26 ივნისს გამართავენ, სადაც ნიდერლანდები ტუნისს, ხოლო შვედეთი იაპონიას შეხვდება.

სხვა სტატიები