Belive

ნეიმარმა სანტოსის ფეხბურთელებს უთხრა, რომ ის კლუბში 2025 წელს დაბრუნდება

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის პაულისტას თასის ფინალში, სადაც ერთმანეთს "სანტოსი" და "პალმეირასი" უპირისპირდებიან, პირველი მატჩი "სანტოსის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი 8 აპრილს, თბილისის დროით 01:00 საათზე გაიმართება.

ეს მატჩი აღსანიშნავი იმ ფაქტით იყო, რომ "სანტოსის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი - ნეიმარი ამ მატჩს დაესწრო და მისი ყოფილი თანაგუნდელები გაამხნევა. მატჩის დაწყებამდე, ნეიმარმა "სანტოსის" ფეხბურთელები მოინახულა, გასახდელში კლუბის წევრებს შეხვდა და სათითაოდ გაამხნევა.

საბოლოოდ მატჩი "სანტოსის" გამარჯვებით დასრულდა, ნეიმარმა კი მისი ყოფილი გუნდის გოლი აი ასე აღნიშნა

როგორც ბრაზილიური სპორტული მედია იუწყება, ნეიმარს სერიოზული საუბარი ჰქონდა "სანტოსის" პრეზიდენტ - მარსელო ტეიხეირასთან, რომელიც კლუბში დაბრუნდა (2000-2009 წლების შემდეგ პირველად) და ბრაზილიური კლუბის რენესანსი სურს, ამისათვის კი კლუბში პირველ რიგში ნეიმარის დაბრუნება უნდა, რომელიც თავის მხრივ საუდის არაბეთში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

ნეიმარმა კი ტრიბუნაზე შეკრებილ გულშემატკივრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის კლუბში აუცილებლად დაბრუნდება.

ნეიმარი "სანტოსში" 2009-2013 წლების პერიოდში თამაშობდა. მან 140 მატჩში 72 გოლის გატანა და 35 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები