Belive

ნეიმარი: "ტრავმა ვერ გამაჩერებს, შემდეგ მატჩშიც ვითამაშებ"

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნეიმარი მშობლიური გუნდის, სანტოსის ბრაზილიის რანგით უმაღლეს ლიგაში დასატოვებლად იბრძვის და ამის გასაკეთებლად ტრავმიანიც კი თამაშობს.

როგორც გაირკვა, ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს, მენისკის ტრავმა აწუხებს და ექიმებმა მას ოპერაციის გაკეთება ურჩიეს, მაგრამ ის მოედანზე მაინც გადის და მიუხედავად პროგნოზისა, რომ 2025 წელს თამაშს ვეღარ შეძლებდა, გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებაში ეხმარება.

"ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ვხვდები, რომ ყოველდღე უკეთესობისკენ მივდივარ. ეს ტრავმა სამწუხარო და შემაწუხებელია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც შემაჩერებს. შემდეგი მატჩისთვის აუცილებლად მზად ვიქნები", - ამბობს ნეიმარი.  

ნეიმარმა სანტოსის შემადგენლობაში ბრაზილიის ჩემპიონატის 36-ე ტურში სპორტ რესიფესთან სრულად ითამაშა, გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სანტოსი 36 ტურის შემდეგ დაგროვებული 41 ქულით მე-16 პოზიცია უკავია და გასავარდნ ზონას მინიმალური საფეხურით უსწრებს. ჩემპიონატის ფინიშამდე კიდევ 2 ტურის მატჩია დარჩენილი, რომელშიც ნეიმარის გუნდი ჯერ ხუვენტუდს სტუმრად (4 დეკემბერი), ხოლო შემდეგ კრუზეიროს შინ (7 დეკემბერი) შეხვდება.

სხვა სტატიები