Belive

ნეიმარი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალი იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ნეიმარმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა:

,,ტურნირისთვის კარგად უნდა მოემზადო, 100%-ით მზად უნდა იყო, როგორც ფიზიკურად, ასევე - მორალურად. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესი ჩვეულებრივზე უკეთ მიდის, რადგან სეზონის შუა რიცხვებში ფეხბურთელები უკეთეს ფორმაში არიან.

მოთამაშეები სეზონის ბოლოს, როგორც წესი, უფრო დაღლილები არიან, ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალი იქნება,'' - განაცხადა ნეიმარმა.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში სერბეთის, შვეიცარიისა და კამერუნის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ტიტეს გუნდი პირველ შეხვედრას 24 ნოემბერს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები