Belive

ნეაპოლელები კავანის ითხოვენ - 38 წლის ფორვარდი კვლავ სერია A-ში?!

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სერია A-ს ახალი სეზონის დაწყებამდე 4 დღით ადრე, მოქმედი ჩემპიონები მძიმე ვითარებაში არიან. კერძოდ, საქმე ეხება რომელუ ლუკაკუს ტრავმას, რომელიც მან 14 აგვისტოს, პრე-სეზონზე, ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ მიიღო.

ლუკაკუმ ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ ბარძაყის არეში მძიმე დაზიანება მიიღო და დაუყონებლივ მოედანზე დაეცა, რაც ნეაპოლელებისთვის სეზონის სტარტის წინ საგანგაშო იყო. ბელგიელი ფორვარდი მატჩის დასრულებისთანავე სამედიცინო კვლევებზე წაიყვანეს, საბოლოოდ კი სამედიცინო დასკვნით, ლუკაკუს მარცხენა ბარძაყისკუნთის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, რის გამოც მას 3-დან 4 თვემდე გამოტოვება მოუწევს.

ნეაპოლში, რომელუ ლუკაკუს მიერ მიღებული ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც ბელგიელს დაახლოებით სამიდან ოთხ თვემდე გაუცდება, გულშემატკივრები ედინსონ კავანის დაბრუნებას ითხოვენ. მეტიც, ტიფოზები აპირებენ, რომ ამ წინადადებით მათ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართონ.

38 წლის ედინსონ კავანი ახლა ბოკა ხუნიორსის ღირსებას იცავს და Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-6 პოზიციას: მერტენსის, ინსინიეს, ჰამშიკის, მარადონასა და სალუსტროს შემდეგ იკავებს.

ედინსონ კავანი ნაპოლის ღირსებას 2011-2013 წლებში იცავდა, რა პერიოდშიც მან 138 თამაში ჩაატარა, სადაც 104 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მან ნაპოლისთან ერთად იტალიის თასი მოიგო, 2012/2013 წლების სეზონში კი სერია A-ს ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები