ალექსანდრ ზვერევი: "ვფიქრობ, რომ 2026 წლის მუნდიალს გერმანია მოიგებს"
1 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
29 წლის გერმანელმა ჩოგბურთელმა - ალექსანდრ ზვერევმა, 2026 წლის ფეხბურთის გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე FIFA-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, ისევე როგორც ყველა მუნდიალზე.
"ვფიქრობ, გერმანიას მსოფლიო ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. მსურს, რომ მათ უკეთ ითამაშონ, ვიდრე წინა ტურნირებზე. მათ უფრო დამკვიდრებული გუნდი ჰყავთ. რა თქმა უნდა, ძალიან ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, მაგრამ მგონია, რომ კარგად ითამაშებენ.
ოლივერ კანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო ბავშვობაში - ასევე ბევრი კერპი მყავს, განსაკუთრებით 2014 წლის გერმანიის ნაკრებიდან: შვაინშტაიგერი, ლუკას პოდოლსკი, მანუელ ნოიერი... რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ მიმაჩნდა. ასევე რა თქმა უნდა ტონი კროოსი...
ვფიქრობ, ყველას აღაფრთოვანებს მსოფლიო ჩემპიონატი, რადგან ის ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ეს ოლიმპიური თამაშების გარდა მსოფლიოში ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიებაა.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით. რაც შეეხება დავესწრები თუ არა მუნდიალს, მთელი გულით მსურს, თუმცა ვნახოთ, ჩემს კარიერაში მაგ პერიოდში როგორი ვითარება იქნება, თუ შევძლებ, ყველა მატჩს ლაივში ვნახავ..." - ალექსანდრ ზვერევი
შეგახსენებთ, რომ ალექსანდ ზვერევი გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ბაიერნის დიდი გულშემატკივარია. სწორედ ამიტომ, 2020 წელს ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვებისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 29 წლის გერმანელმა ოლიმპიური ოქროს მედალი 'ალიანს არენაზე' წარადგინა, სადაც მას გულშემატკივრები და მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელები დახვდნენ.
ალექსანდრ ზვერევი ალიანს არენაზე
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე E ჯგუფში: კურასაოსთან, კოტ-დივუართან და ეკვადორის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.