Belive

ნაპოლის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სპალეტი გუნდს დატოვებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუჩიანო სპალეტი ,,ნაპოლის'' ტოვებს, ინფორმაციას Goal Italia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სპეციალისტმა გუნდის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ერთწლიანი დასვენება სთხოვა:

,,სპალეტი თავისუფალი ადამიანია, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ აქ ყველაფერი გააკეთა. ასევე, მითხრა, რომ ჩემთან ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ერთი წლით შესვენება სურს. უარს როგორ ვეტყოდი? მან ძალიან ბევრი რამ მომცა და მადლობას ვუხდი,'' - დე ლაურენტისის სიტყვებს Italian Football News-ი ციტირებს.

ლუჩიანო სპალეტიმ ,,ნაპოლი'' 2021 წელს ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში ,,პარტენოპეიმ” იტალიის სერია A მოიგო, რაც 1990 წლის შემდეგ გუნდმა პირველად შეძლო.

სხვა სტატიები