Belive

რუდი გარსია: ,,კვარაცხელია გოლებზე ზედმეტად ბევრს ფიქრობდა''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო ტურნირია, ეს მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებული მომენტია. მოტივაციისთვის ჰიმნის მოსმენაც კი საკმარისია. ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს უნდა ითამაშოს.

რეალს უნიკალური შემადგენლობა ჰყავს, ამ გუნდში ლივერპულთან მოგებული ფინალიდან კიდევ 10 ფეხბურთელია. მათ ბენზემას ბელინგემით ჩანაცვლება კარგად მოახერხეს, მართალია, ეს პირდაპირი ცვლილება არ ყოფილა, მაგრამ ხოსელუც გაიფორმეს. არჩევანი ჩვენც თითოეულ პოზიციაზე გვაქვს, ეს მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ 120%-ით უნდა დავიხარჯოთ. არ ვიცი, ვის ათამაშებს კარლო ანჩელოტი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.

სეზონის სტარტი? პირველი ორი თამაში მოვიგეთ, ამიტომ, არ მგონია, რომ ცუდად დავიწყეთ. ზოგიერთი ფეხბურთელი უკეთ ათამაშდა, მაგალითად, კვარა, რომელიც უფრო მარტივად ფიქრობს და გოლიც გაიტანა. ის გოლებზე ზედმეტად ბევრს ფიქრობდა. ახლა კარში უფრო მეტს ვურტყამთ, რაც გვჭირდებოდა.

ბოლო 9 დღეში ეს ჩვენი მეოთხე თამაში იქნება, რაც ნამდვილად ზედმეტია. დი ლორენცო კი რამდენიმე დღეში ეროვნული ნაკრების ჩათვლით მე-7 შეხვედრას გამართავს. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერს გავაკეთებთ, შემდეგ კი დასასვენებლად 5 დღე გვექნება. - რუდი გარსია

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ,,ნაპოლი'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები