Belive

ნაპოლის ფეხბურთელების ხელფასები | კვარა მე-19 პოზიციაზეა

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

სერია A-სა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ფენომენალური ასპარეზობის ფონზე, კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, სულ უფრო მეტს საუბრობენ.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის”, სადებიუტო სეზონში გამართულ 11 შეხვედრაში, კვარაცხელიამ 6 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ბრწყინვალე სტატისტიკის გათვალისწინებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლიმ" წარმატებული ტრანსფერი განახორციელა. ფეხბურთელმა, რომლის სანაცვლოდაც ნეაპოლელებმა მხოლოდ და მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს შეძლო და უმოკლეს დროში ყველა აალაპარაკა.

"კვარადონა", "კვარავაჯო" - ეს ის მეტსახელებია, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გასაოცარი ასპარეზობის შედეგად დაიმსახურა. 21 წლის ქართველი ვარსკვლავი მასზე გაცემულ ავანსებს არა მხოლოდ ამართლებს, არამედ კლუბის ახალი ისტორიის დაწერაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და "ნაპოლის" ლიდერად ყალიბდება. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ კვარა ნეაპოლიტანელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე "დაბალანაზღაურებადი" ფეხბურთელია.



ხვიჩა კვარაცხელიას ყოველკვირეული ანაზღაურება 29,615 ევროს შეადგენს. წლიურად კვარა 1,540,000 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რითიც "ნაპოლის" ფეხბურთელთა შორის მე-19 ადგილს იკავებს.

"ნაპოლის" ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავთა ათეულში შემდეგი ვარსკვლავები მოხვდნენ: პიოტრ ზიელინსკი (6,480,000), ირვინგ ლოზანო (5,770,000), ვიქტორ ოსიმენი (5,770,000), ჯაკომო რასპადორი (4,630,000), ჯოვანი დი ლორენცო (4,260,000), მატეო პოლიტანო (4,070,000), მარიო რუი (3,890,000), ტანგი ნდომბელე (3,850,000), დიეგო დემე (3,210,000), კიმ მინ-ჯაე (3,210,000).

ანაზღაურების მხრივ, ნეაპოლელთა მეორე ეშელონში არანაკლებ საინტერესო ფეხბურთელებს იხილავთ, მაგალითად: ჯოვანი სიმეონე (3,150,000), ალექს მერეტი (2,780,000), სტანისლავ ლობოტკა (2,560,000), ამირ რაჰმანი (2,310,000), ანდრე ზამბო ანგისა (2,180,000), ელიფ ელმასი (1,920,000), მატიას ოლივერა (1,920,000), ხუან ჟესუსი (1,850,000), ხვიჩა კვარაცხელია (1,540,000), სალვატორე სირიგუ (1,300,000).

"ნაპოლის" სრული სახელფასო ჭერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ.

სხვა სტატიები