Belive

მასიმო მორატი: "ინტერში კვარაცხელიას ნახვას ვისურვებდი"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მილანის "ინტერის" ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ მისი ყოფილი გუნდისა და "ნაპოლის" შესახებ და მათ მიერ უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ შედეგებზე ისაუბრა. იტალიელმა მილიარდერმა ნეაპოლური კლუბის წარმატებაში ხვიჩა კვარაცხელიას როლზე ისაუბრა და თქვა, რომ მის ნახვას "ნერაძურის" შემადგენლობაში ისურვებდა.

"ინტერი" გამოჯანმრთელდა და უნდა ვისაუბრო მწვრთნელზე, რომელიც თავის საქმეში ძალიან კარგია და რესურსსაც შესანიშნავად იყენებს.

მეორე მხრივ, უნდა ვისაუბრო "ნაპოლიზე", რომელიც ამ მწვრთნელთან ერთად განსაკუთრებული გზით თამაშობს ფეხბურთს. ძალიან კომპეტენტური მწვრთნელია, მე ის ყოველთვის მომწონდა.

"ინტერის" მატჩის ნახვის შემდეგ მე "ნაპოლის" შეხვედრით ვისიამოვნე. რა თქმა უნდა, მარტივი არ იქნება, მაგრამ თუ "ნაპოლი" ასე თამაშს გააგრძელებს, წარმატების მიღწევა შესაძლებელი იქნება.

მსურს, რომ მათ გააგრძელონ კარგად თამაში, რადგან ისინი ამას იმსახურებენ. კლუბს ჰქონდა გამბედაობა, შეეცვალა გუნდის დიდი ნაწილი და საქმეში ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩაერთო, რომელთაგანაც ყველა გასაოცარია. ეს არამხოლოდ გამარჯვებების ჩამონათვალი, არამედ ფეხბურთის თამაშის ხარისხი იგულისხმება - ეს არის ფეხბურთი.

"ინტერში" "ნაპოლის" შემადგენლობიდან ჯაკომო რასპადორის და ხვიჩა კვარაცხელიას ნახვას ვისურვებდი. ქართველ ფეხბურთელს გამორჩეული თვისებების ჩამონათვალი აქვს. იგი იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც მარტივად დაგამახსოვრდება", - თქვა მასიმო მორატიმ.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

შემდეგ მატჩს ნეაპოლელები იტალიის სერია A-ში, 9 ოქტომბერს, “კრემონეზეს” წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები