Belive

ნაპოლის დაუმარცხებელი სერია დასრულდა | ლივერპულმა ენფილდზე 2-ბურთიანი სხვაობით მოიგო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი სათამაშო დღე, სადაც 1/8 ფინალის კიდევ რამდენიმე მონაწილე გუნდი გაირკვა.

ქართველი გულშემატკივრის დიდ ყურადღებას "ნაპოლისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება იქცევდა. ხვიჩა კვარაცხელია, "რეინჯერსთან" გამოტოვებული მატჩის შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 83 წუთი დაჰყო და საგოლე გადაცემაც შეასრულა, თუმცა, თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

იტალიურმა კლუბმა აღნიშნული შეხვედრა 2:0 დათმო და მათი წაუგებელი სერიაც დასრულდა. მიუხედავად მარცხისა, ნეაპოლელები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.

დღეს 1/8 ფინალის საგზურები მოიპოვეს "ნაპოლიმ", "ლივერპულმა", "პორტუმ", "ბრიუგემ", "ბაიერნმა", "ინტერმა", "ტოტენჰემმა" და "აინტრახტმა". ჩემპიონთა ლიგის ბოლო ჯგუფური შეხვედრები ხვალ გაიმართება და ცნობილი გახდება ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში იასპარეზებენ. ორშაბათს, 7 ნოემბერს გაიმართება წილისყრა, სადაც 1/8 ფინალური წყვილები გაირკვევა.

სხვა სტატიები