Belive

ნაპოლიმ ვალტერ მაცარი დაითხოვა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ცნობით, ვალტერ მაცარი ,,ნაპოლის'' მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

როგორც Sky წერს, ნეაპოლური გუნდის ახალი თავკაცი ფრანჩესკო კალცონა იქნება, რომელიც კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს. მისი პირველი მატჩი კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კატალონიის ,,ბარსელონასთან'' შედგება.

კალცონა 2022 წლიდან სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია და გუნდი ევროპის ჩემპიონატზეც გაიყვანა. 55 წლის სპეციალისტი ,,ნაპოლიში'' ჯერ მაურიციო სარის, შემდეგ კი ლუჩიანო სპალეტის ასისტენტი იყო.

ვალტერ მაცარიმ ,,პარტენოპეი'' გასული წლის 14 ნოემბერს, გუნდიდან რუდი გარსიას გაშვების შემდეგ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ნეაპოლელებმა 17 მატჩი ჩაატარეს, 6 მოიგეს, 8-ში დამარცხდნენ, 3 კი ფრედ დაასრულეს.

სხვა სტატიები