ნაპოლიმ სპალეტი შესაძლოა პორტუგალიელი სპეციალისტით ჩაანაცვლოს
,,ნაპოლის'' ახალი მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, სერჟიუ კონსეისაუ გახდეს, რომელიც ამჟამად ,,პორტუში'' მუშაობს. ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნეაპოლელებმა პორტუგალიელ სპეციალისტს ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო შესთავაზეს. კონსეისაუ იტალიურ გუნდს 2021 წელსაც დაუკავშირეს, თუმცა მაშინ ,,ნაპოლის'' მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი გახდა.
,,პარტენოპეის'' პრეზიდენტმა, აურელი დე ლაურენტისმა, რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ სპალეტის გუნდიდან წასვლა და ერთწლიანი შესვენება სურდა.
,,ნაპოლის'' ლუის ენრიკესაც უკავშირებდნენ, თუმცა დე ლაურენტისმა ისიც განაცხადა, რომ ესპანელს უფრო პრემიერლიგაში მუშაობა იზიდავს.
ლუჩიანო სპალეტიმ ,,ნაპოლი” 2021 წელს ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა იტალიის სერია A მოიგეს, რაც 1990 წლის შემდეგ გუნდმა პირველად შეძლო.
სერჟიუ კონსეისაუ ,,პორტუს'' 2017 წლიდან წვრთნის, მისი ხელმძღვანელობით ,,დრაკონებმა'' პორტუგალიის ჩემპიონატი სამჯერ მოიგეს.
Napoli may have found their replacement for Spalletti in Porto's Sérgio Conceição 🔵
— Italian Football TV (@IFTVofficial) May 30, 2023
Sky are reporting that Napoli have offered him a €6m gross salary per season.
Conceição was heavily linked to join Napoli in the summer of 2021, but the club ultimately chose Spalletti.
Luis… pic.twitter.com/cx0PJ7kvTH