Belive

კვარაცხელია მეოთხეა - პსჟ-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები CIES Football Obs-ის ვერსიით

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, პარი სენ ჟერმენის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა.

Top ათეულში დეზირე დუე ლიდერობს, რომელიც 124,8 მილიონ ევროდაა შეფასებული.

სამეულში, ასევე, ჟოაო ნევეში (120,3 მილიონი) და ბრედლი ბარკოლა (102,1 მილიონი) მოხვდნენ.

CIES Football Observatory 88,7 მილიონ ევროდ აფასებს პარიზული კლუბის ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს.

პარი სენ ჟერმენის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები CIES Football Observatory-ს ვერსიით:

  1. დეზირე დუე - 124,8 მილიონი ევრო

  2. ჟოაო ნევეში - 120,3 მილიონი ევრო

  3. ბრედლი ბარკოლა - 102,1 მილიონი ევრო

  4. ხვიჩა კვარაცხელია - 88,7 მილიონი ევრო

  5. ვიტინია - 82 მილიონი ევრო

  6. ნუნო მენდეში - 79,3 მილიონი ევრო

  7. უორენ ზაირ-ემერი - 76,5 მილიონი ევრო

  8. უსმან დემბელე - 72,5 მილიონი ევრო

  9. ვილიან პაჩო - 70 მილიონი ევრო

  10. აშრაფ ჰაკიმი - 63,2 მილიონი ევრო

სხვა სტატიები