Belive

ისლამ მახაჩევს კვარას ნაჩუქარი ბუცები მოპარეს

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

MMA-ის მებრძოლი და UFC-ის ორი წონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი, იტალიაში მოგზაურობისას მძარცველების მსხვერპლი გახდა. 12 აპრილს, სპორტსმენმა ამის შესახებ საკუთარ Instagram-ის გვერდზე განაცხადა. საინტერესო ისაა, რომ მახაჩევმა ხვიჩა კვარაცხელიას ნაჩუქარი ბუცები დაკარგა. "იტალიაში სიამოვნებით ვმოგზაურობდი, მაგრამ ახლა ეს ქვეყანა აღარ მიყვარს, მალე მოგიყვებით რატომ" - დაწერა მახაცევმა და შემდეგ მთავარი ამბავიც მოაყოლა.

იყო საფულე და პასპორტი, პასპორტი დააბრუნეს. ჩემოდანში ყველაზე ძვირფასი იყო ბუცები, რომლებიც კვარაცხელიამ ბოლო თამაშის შემდეგ გადმომცა. დამიტოვეს სალოცავი ხალიჩაც - მეტი არაფერია საჭირო. - წერს მახაჩევი

სხვა სტატიები