Belive

ოსიმენმა გარსიას გუშინდელი ჟესტისთვის ბოდიში მოუხადა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, მთავარ მწვრთნელთან, რუდი გარსიასთან, შელაპარაკების გამო, მოიბოდიშა.

,,ბოლონიასთან'' მატჩში, მოედნიდან გასვლისას, ნიგერიელი შეცვლით უკმაყოფილო იყო, მან გარსიას ჟესტიკულაციით ანიშნა, რომ ორი თავდამსხმელით უნდა ეთამაშათ.

შეხვედრის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ოსიმენს ესაუბრა და რაც უთხრა, მათ შორის დარჩება.

დღეს იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ,,ნაპოლის'' ხელმძღვანელობა ფეხბურთელის დაჯარიმებას აპირებდა. თუმცა, La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, მხარეებმა ისაუბრეს და ინციდენტმა სანქციების გარეშე ჩაიარა.

სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრა ,,ბოლონიასა'' და ,,ნაპოლის'' შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

გარსიას გუნდი მომავალ შეხვედრას ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, ,,უდინეზესთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები