Belive

ნაპოლი ოსიმენს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლი'' გუნდის თავდამსხმელთან, ვიქტორ ოსიმენთან, ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უკვე შეთანხმდნენ, რაც მალე ოფიციალურად დადასტურდება.

როგორც რომანო წერს, ნიგერიელი ,,ნაპოლიში'' 2026 წლამდე ითამაშებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 130 მილიონ ევრომდე იქნება.

მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. 24 წლის ფეხბურთელს ,,პარტენოპეისთან'' ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები