Belive

ნაპოლი მესამე კალათაში - ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა 25 აგვისტოს გაიმართება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 აგვისტოს, თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის 32-დან 29 კლუბი უკვე ცნობილია, დანარჩენი სამი კი დღეს გაირკვევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი".


  • პირველი კალათა: "რეალი", "აინტრახტი", მანჩესტერ "სიტი", "მილანი", "ბაიერნი", "პსჟ", "პორტუ", "აიაქსი".
  • მეორე კალათა: "ლივერპული", "ჩელსი", "ბარსელონა", "იუვენტუსი", "ატლეტიკო", "სევილია", "ლაიფციგი", ტოტენჰემი".
  • მესამე კალათა: "დორტმუნდი", "ზალცბურგი", "შახტარი", "ინტერი", "ნაპოლი", "სპორტინგი", "ლევერკუზენი", "მარსელი".
  • მეოთხე კალათა: "ბრიუგე", "სელტიკი", "ბენფიკა", "მაკაფი ჰაიფა", "პლზენი", ზაგრების "დინამო", "კოპენჰაგები", "რეინჯერსი".

ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 6/7 სექტემბერს აიღებს სტარტს, ფინალი კი 2023 წლის 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება.

სხვა სტატიები