ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმა სერიოზულია, შესაძლოა მისთვის სეზონი უკვე დასრულდა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" "ტორინო" 2:0 დაამარცხა. მატჩის 64-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნომ ტრავმა მიიღო რის გამოც მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. "ნაპოლიმ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იტალიელმა ფეხბურთელმა საავადმყოფოში გამოკვლევები ჩაიტარა, რის შემდეგაც მარჯვენა ბარძაყის დაზიანება გამოვლინდა, ბონჯორნომ რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო.
"ნაპოლის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ალესანდროს დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი, ამიტომ სხვადასხვა წყარო ვარაუდობს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია.
Il #Napoli perde #Buongiorno per infortunio: stagione finita❌ https://t.co/VKvReu5f9e
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) April 29, 2025