Belive

ნაპოლი ლიდერებს წასვლის საშუალებას მისცემს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი იმდენად განაწყენებულია ფეხბურთელებზე, რომ ყველას, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოს, ზაფხულში კლუბის შეცვლის საშუალებას მისცემს.

სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი საშინელ სეზონს ატარებს, 33 მატჩში მხოლოდ 49 ქულა აქვთ. "ნაპოლის" ევროტურნირებზე გასვლის შანსებს საფრთხე ემუქრება. შაბათს "ემპოლისთან" 1-0 წაგების შემდეგ, პრეზიდენტი დე ლაურენტისი, როგორც ჩანს, ზედმეტად გაბრაზდა.

დე ლაურენტისი მზადაა გაყიდოს თავისი გუნდის ვარსკვლავები. თუ ზაფხულში კლუბი შესაბამის შეთავაზებებს მიიღებს, ნაპოლი კვარასაც შეელევა, დი ლორენცოსაც და ლობოტკასაც. პრეზიდენტს აღარ სურს ჰყავდეს უკმაყოფილო მოთამაშეები. სეზონის პირველ ნაწილში ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებამ გასახდელი ოთახი ორად გაყო, აურელიოს კი მსგავს სიტუაციაში ჩავარდნა აღარ უნდა.

სხვა სტატიები