Belive

ნაპოლი კონტეს გაზრდილ ხელფასს სთავაზობს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს შენარჩუნებას ცდილობს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა, აურელი დე ლაურენტისმა, სპეციალისტს გაზრდილი ანაზღაურება შესთავაზა. როგორც Football Italia წერს, კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონტესთან თანამშრომლობა გახანგრძლივდეს.

კონტე და დე ლაურენტისი სამშაბათს ერთმანეთს რომში შეხვდნენ. 55 წლის მწვრთნელმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვა.

კონტეს ხელმძღვანელობით ნაპოლიმ წელს სერია A-ს მოგება შეძლო, უშუალოდ იტალიელისთვის მწვრთნელის ამპლუაში ეს სერია A-ს მე-5 თასი იყო.

სხვა სტატიები