Belive

Mundo Deportivo - ბერნარდუ სილვას ბარსელონაში თამაში სურს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, კარიერა შესაძლოა ,,ბარსელონაში'' გააგრძელოს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კატალონიელები პორტუგალიელის ტრანსფერზე მუშაობენ, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა რთული იქნება.

თავად ბერნარდუს ,,ბარსელონაში'' გადასვლა სურს და ჯერჯერობით ყველა სხვა გუნდის შეთავაზებაზე უარს ამბობს. მისი გადაბირებით ,,პარი სენ ჟერმენი'' და ,,ალ ჰილალი'' ინტერესდებიან.

,,ბლაუგრანა'' ფეხბურთელის არენდით აყვანასაც (სავალდებულო გამოსყიდვით) განიხილავს, თუმცა, უცნობია, ასეთ პირობას ,,სიტი'' დათანხმდება თუ არა.

გასულ სეზონში სილვამ ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები