Belive

მუნდიალზე ბრაზილიის ჩემპიონატიდან 32 ფეხბურთელი ითამაშებს, რაც სერია A-ს რეკორდია

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის სერია A-დან 32 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას, რაც ამ ქვეყნის პირველობისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ბრაზილიის ჩემპიონატიდან გამოძახებული ფეხბურთელების რაოდენობით (7-7) ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი ლიდერობენ. მათ 5 ფეხბურთელით ეკვადორი მოსდევს, შემდეგ კი 4 ფეხბურთელით კოლუმბიაა. გარდა ამისა, სერია A-ს თითო-თითო წარმომადგენელი არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრებებშიც ეყოლება.

აქამდე ბრაზილიური რეკორდი 1974 წლის მუნდიალზე დაფიქსირდა - მაშინ ტურნირზე ბრაზილიური კლუბებიდან 28 ფეხბურთელმა იასპარეზა (აქედან 22 თავად ბრაზილიის ნაკრებში იყო, 6 კი - ურუგვაიში).

მუნდიალები, სადაც ბრაზილის ჩემპიონატიდან ყველაზე მეტი ფეხბურთელი მონაწილეობდა:

  1. 2026 - 32 ფეხბურთელი

  2. 1974 - 27 ფეხბურთელი

  3. 1986 - 25 ფეხბურთელი

  4. 1930 - 23 ფეხბურთელი

  5. 1950 - 22 ფეხბურთელი

ფეხბურთელები, რომლებიც ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშობენ და მომავალ მუნდიალზე სელესაოს ღირსებას დაიცავენ:

  • ნეიმარი (სანტოსი)

  • ალექს სანდრო, დანილო, ლეო პერეირა, ლუკას პაკეტა (ფლამენგო)

  • ვევერტონი (გრემიო)

  • დანილო სანტოსი (ბოტაფოგო)

სხვა სტატიები