Belive

მუნდიალი 2026 | Top 3 - მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი ფეხბურთელები

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ნაკრებმა სამუნდიალო შემადგენლობა ოფიციალურად დაადასტურა, შესაბამისად, ეროვნული გუნდები განაცხადის შეცვლას ვეღარ შეძლებენ.

ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მექსიკის ნაკრებს ეყოლება - ხილბერტო მორა, რომელიც 2008 წლის 14 ოქტომბერსაა დაბადებული. ახალგაზრდებს შორის მეორე ადგილს ჰუგო სოხურეკი (ჩეხეთი) იკავებს - ნახევარმცველი 2008 წლის 7 ივნისს დაიბადა. სამეულში, ასევე სენეგალის ნაკრების შემტევი, იბრაჰიმ მბაიე მოხვდა (2008 წლის 24 იანვარი).

ტურნირის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი შოტლანდიის ნაკრების მეკარე, კრეიგ გორდონი იქნება (43 წლის, 1982 წლის 31 დეკემბერი). მეორე პოზიციაზე კრიშტიანუ რონალდუა (41 წლის, 1985 წლის 5 თებერვალი), მესამეზე კი - გილერმო ოჩოა (40 წლის,1985 წლის 13 ივლისი).

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ეგვიპტელი მეკარე - ესამ ალ-ჰადარია, რომელმაც 2018 წლის მუნდიალზე 45 წლის ასაკში ითამაშა. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე კი ნორმან უაითსაიდია - ჩრდილოეთ ირლანდიელმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 17 წლისა და 41 დღის ასაკში იასპარეზა.

სხვა სტატიები