Belive

მუნდიალი 2022 | როდრი მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი, როდრი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ერთ მატჩში გაკეთებული პასების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.

ეს კატარში მიმდინარე მუნდიალის ჯგუფური ეტაპის, E-ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ მოხდა, რომელშიც "ფურია როხა" - 2:1 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, თანაგუნდელებს 215 პასი გაუკეთა, საიდანაც 204 ზუსტი იყო.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და სარწმუნო კომპანის, OptaJose-ის მონაცემების მიხედვით, ეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში 1966 წლის შემდეგ ახალი რეკორდია.

ესპანეთის ნაკრებმა E-ჯგუფში, გერმანიასთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩისა და კოსტა რიკასთან მოპოვებული გამარჯვების (7:0) შემდეგ 4 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება პლეი-ოფს, აქ ესპანელები მაროკოს ნაკრებს შეხვდებიან. მერვედფინალური დაპირისპირება 6 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით "განათლების ქალაქის სტადიონზე" 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები