Belive

მუნდიალი 2022 | პორტუგალიის შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის პორტუგალიის ნაკრების 26-კაციანი განაცხადი ცნობილია.

ევროპელები ყატარში გასამართ მუნდიალს შემდეგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობით შეხვდებიან:

მეკარეები: დიოგუ კოშტა, რუი პატრისიო, ჟოზე სა

მცველები: ჟოაო კანსელუ, დიოგუ დალო, პეპე, რუბენ დიაში, დანილო პერეირა, ანტონიო სილვა, ნუნუ მენდეში, რაფაელ გერეირო

ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიო, რუბენ ნევეში, პალინია, ბრუნო ფერნანდეში, ვიტინია, ოტავიო, მატეუს ნუნეში, ბერნარდუ სილვა, ჟოაო მარიო

ფორვარდები: კრიშიტანუ რონალდუ, ჟოაო ფელიში, რიკარდო ორტა, ანდრე სილვა, გონსალო რამოსი

ყატარში გასამართი მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები ურუგვაის, განას და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. H ჯგუფში პირველ მატჩს პორტუგალიელები განასთან დაპირისპირებით გახსნიან, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები