მუნდიალი 2022 | მეშვიდე სათამაშო დღე
ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში ჯერ კიდევ არ გადასულა, თუმცა, გულშემატკივრები რამდენიმე სენსაციის მომსწრე უკვე გახდნენ.
- მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეხუთე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეექვსე სათამაშო დღე
არგენტინისა და გერმანიის მარცხი ნამდვილად სენსაციის ტოლფასია, მაგრამ უელსის მარცხი ირანთან არნაკლებ მოულოდნელი აღმოჩნდა. მუნდიალის მასპინძელმა ყატარმა კი პლეი-ოფში ასპარეზობის შანსი, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაკარგა.
მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე სათამაშო დღეს კვლავ 4 დაპირისპირებას ვიხილავთ
26.11.2022 - 14:00 ტუნისი Vs. ავსტრალია
26.11.2022 - 17:00 პოლონეთი Vs. საუდის არაბეთი
26.11.2022 - 20:00 საფრანგეთი Vs. დანია
26.11.2022 - 23:00 არგენტინა Vs. მექსიკა
შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.
ტუნისი Vs. ავსტრალია
ტუნისის ძირითადი შემადგენლობა: აიმენ დამენი - მონტასარ ტალბი, იასინ მერია, დილან ბრონი, მოჰამედ დრაგერი, ალი აბდი, ელის სკირი, ისა ლაიდუნი, ნაიმ სლიტი, იუსეფ მსაკნი.
ავსტრალიის ძირითადი შემადგენლობა: მ. რაიანი - ფ. კარაჩიჩი, ჰ. სუტარი, კ. როულსი, ქ. ბეჰიჩი, ჯ. ირვინი, ა. მუი, რ. მაკგრი, მ. ლეკი, მ. დიუკი, კ. გუდვინგი.
0:1 მიტჩელ დიუკი
ტუნისი 0:1 ავსტრალია | მიმოხილვა
პოლონეთი Vs. საუდის არაბეთი
პოლონეთის ძირითადი შემადგენლობა: შესნი - ბერეჟინსკი, კივიორი, გლიკი, კეში, ზიელინსკი, კრიხოვიაკი, ბიელიკი, ფრანკოვსკი, მილიკი, ლევანდოვსკი.
საუდის არაბეთის ძირითადი შემადგენლობა: ალ ოვაისი - აბდულჰამიდი, ალ ამრი, ალ ბულაიჰი, ალ ბურაიკი, ალანჯეი, ალ მალკი, კანო, ალ ბრიკანი, ალ დავსარი, ალ სეჰრი.
1:0 - პიოტრ ზელინსკი
2:0 - რობერტ ლევანდოვსკი
საფრანგეთი Vs დანია
საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:
ლორისი - უპამეკანო, ვარანი, ტ. ერნანდესი, კუნდე, რაბიო, ჩუამენი, მბაპე, გრიზმანი, დემბელე, ჟირუ.
დანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:
შმეიხელი - ანდერსენი, ნელსონი, მელე, ა. კრისტენსენი, ჰოიბერგი, ერიქსენი, რ. კრისტენსენი, დამსგორი, კორნელიუსი, ლინდსტრომი.
1:0 კილიან მბაპე
1:1 - კრისტენსენი
2:1 - მბაპე
არგენტინა Vs მექსიკა
არგენტინის ნაკრების შემადგენლობა:
მარტინესი - მონტიელი, ოტამენდი, ლისანდრო, აკუნია, დე პაული, გიდო როდრიგესი, ალექსის მაკ ალისტერი, მესი, დი მარია, ლაუტარო მარტინესი.
მექსიკის ნაკრების შემადგენლობა:
ოჩოა - ალვარესი, არაუხო, ჩავესი, გალარდო, გუარდადო, ერერა, მონტესი, მორენო, ვეგა, ლოსანო.
ლეო მესი: ,,ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან მექსიკა ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. მეორე ტაიმში დავმშვიდდით და ბურთით თამაში დავიწყეთ, იმის გაკეთება შევძელით, რაც უნდა გაგვეკეთებინა.
ვითამაშეთ თამაში, რომელიც უნდა გვეთამაშა, ვალდებულები ვიყავით. ყველამ შესანიშნავად იასპარეზა, მათ შორის შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმაც. ეს გზა გასავლელია და გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც გველის, ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა არ შეგვიძლია, რომ მოვეშვათ. მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ და აქ ყველა მატჩი ფინალია. ''
ლიონელ სკალონი: ,,ეს ამაღელვებელია. ოჯახი ნერვიულობს, მეგობრები ნერვიულობენ... როცა მოედანზე გადიხარ იმის ცოდნით, რომ ყველაფერს ან ვერაფერს მიიღებ, ძალიან რთულია, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელება იცოდნენ, როგორ გამკლავებოდნენ ამას.
ვიცოდით, როგორი რთული თამაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ, ფეხბურთელებს მოთმინება ვთხოვეთ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი მოთამაშეები და ლეო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს სიხარულს ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ შემდეგი შეხვედრისთვის მზადება უნდა დავიწყოთ.''