Belive

მუნდიალი 2022 | კრიშტიანუ რონალდუს სამხრეთ კორეასთან მატჩის გამოტოვება ემუქრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის H ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრა, სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, პორტუგალიის ნაკრებს შესაძლოა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ვერ დაეხმაროს.

როგორც მსოფლიო მედია კატარიდან იუწყება, ვინაიდან პორტუგალიის ეროვნულ გუნდს საწყის ორ ტურში მოპოვებული 2 გამარჯვებისა და შესაბამისად 6 ქულის დაგროვების გამო მერვედფინალის საგზური უკვე გარანტირებულად მოპოვებული აქვს, სამწვრთნელო გუნდმა რამდენიმე საკვანძო მოთამაშის დასვენება გადაწყვიტა, 5 ოქროს ბურთის მფლობელიც მათ შორისაა. 37 წლის ფეხბურთელს მცირე დაზიანება აწუხებს და სამწვრთნელო სტაფში რისკის თავიდან აცილება სურთ.

პორტუგალიის და სამხრეთ კორეის ნაკრებები ერთმანეთს 2 დეკემბერს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა "განათლების ქალაქის" სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები