Belive

მუნდიალი 2022 | გონსალუ რამოში მატჩის საუკეთესოდ დასახელდა და ორი მიღწევა დააფიქსირა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით - 6:1 დაამარცხა და საუკეთესო 8 ნაკრებს შორის ადგილი მოიპოვა.

მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ახალგაზრდა თავდამსხმელი, გონსალუ რამოში იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

საინტერესოა, რომ 21 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი 5 ოქროს ბურთის მფლობელის, კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ დაიკავა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი გამორჩეული მიღწევის დაფიქსირება შეძლო.

უფრო კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა პირველი მოთამაშე მიროსლავ კლოზეს შემდეგ, რომელმაც მუნდიალზე სადებიუტო შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. ვეტერანმა გერმანელმა ეს 2022 წელს გააკეთა.

გარდა ამისა, რამოში გახდა ყველაზე ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. რამოში გატანილი გოლის დროს 21 წლის და 169 დღის იყო, 2006 წელს კი რონალდუ 21 წლის და 132 დღის იყო.

OptaJoe ასევე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ რამოსმა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში 17 წუთში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე რონალდუმ 514 წუთში.

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი "ალ თუმამას" სტადიონზე, 10 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები