Belive

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა​

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები FIFA-ს რეიტინგში პირველ პოზიციაზე დაწინაურდა.

კატარში გამართული 2022 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი მსოფლიო რეიტინგის სათავეში მეზობელი ბრაზილიის გადასწრების შემდეგ აღზევდა.

ამ პოზიციაზე "ალბისელესტე" ბოლოს 2017 წლის იანვარში იმყოფებოდა. 

მარტის თვეში ლიონელ მესიმ და მისმა თანანაკრებელებმა 2 მატჩი გამართეს და პანამა (2:0) და კურასაო (7:0) დაამარცხეს.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

სხვა სტატიები