Belive

მუნდიალი 2022 | "დღეს ჩვენ მოგება დავიმსახურეთ" - სერხიო ბუსკეტსი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ბოლოს წინა 1/8-ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ესპანეთისა და მაროკოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ამ მუნდიალზე უკვე მეორედ, მაყურებელმა პლეი-ოფში უგოლო 90 წუთი იხილა. გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა. ბევრისთვის მოულოდნელად, მაროკოს ნაკრებმა ესპანეთი კატარის მსოფლიო ჩემპიონატს გამოთიშა და ისინი ისტორიაში მე-4 აფრიკული ნაკრები გახდნენ, რომლებმაც 1/4 ფინალში გააღწიეს.

საინტერესოა, რომ ამაზე მატჩამდე მაროკოელთა თავკაცმამ ისაუბრა, რომელმაც ახსენა, რომ მის გუნდს ისტორიის დაწერა შეეძლო. ამ ყველაფრის შემდეგ, ლუის ენრიკე ფიქრობდა, რომ ესპანეთს რთული მატჩი ელოდა და არ გამორიცხავდა, რომ საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდოდა. ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენრიკემ მის გუნდს 1000 პენალტის დარტყმა დაავალა ვარჯიშებზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მის შეგირდებმა ვერცერთი თერთმეტმეტრიანი გაიტანეს.

სარაბიასთან და სოლერთან ერთად, ვერც ბუსკეტსმა შეძლო პენალტის გამოყენება. მატჩის შემდეგ, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.

დღესვე გაირკვევა თუ ვინ იქნება მაროკოს მეტპქე 1/4-ფინალში. 23:00 საათზე შვეიცარიისა და პორტიგალიის დაპირისპირება გაიმართება, სადაც ჩრდილოეთ აფრიკელების მომავალი მოწინააღმდეგე გამოვლინდება.

სხვა სტატიები