Belive

მუნდიალების ყველა დროის რეკოდი | კაბო ვერდემ ისტორია დაწერა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. კაბო ვერდეს ნაკრებმა ურუგვაის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩში, მუნდიალზე პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნეს. ეს გოლი ორმაგად ემოციური და სიმბოლურია მათ მუნდიალების ისტორიაში თავისი პირველი, სადებიუტო გოლი შეაგდეს.

ამ ისტორიული შედევრის ავტორი კევინ ლენინი გახდა, რომელმაც ურუგვაელთა კარი ულამაზესი, პირდაპირი საჯარიმო დარტყმით აიღო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ისტორიული აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატებზე დეტალური სტატისტიკის წარმოება დაიწყო (1966 წლიდან), კაბო-ვერდე გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც მუნდიალზე თავისი სადებიუტო გოლი პირდაპირი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

კაბო ვერდელებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლეს და დიდი ისტორია უკვე დაწერეს...

ურუგვაისთან მატჩი კი პირველ ტაიმში ფრედ 2:1 დასრულდა, სადაც კაბო ვერდელები მარცხდებიან, თუმცა როგორც არ უნდა მორჩეს მათთვის ეს მატჩი და მუნდიალი, ისინი საკუთარ ქვეყანაში ნამდვილი გმირების სახელით თავაწეულები დაბრუნდებიან.

სხვა სტატიები