Belive

ტრაგედია დეშამის ოჯახში | საფრანგეთს ნორვეგიასთან სხვა გაწვრთნის

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჯგუფის ბოლო ტურში, სადაც 'მამლები' ნორვეგიას დაუპირისპირდებიან, გუნდს სხვა მწვრთნელი გაწვრთნის.

დიდიე დეშამს დედა გარდაეცვალა - საფრანგეთის ნაკრებს ნორვეგიასთან გაი სტეფანი უხელმძღვანელებს.

დიდიე დეშამი ნორვეგია-საფრანგეთის მატჩისწინა ვარჯიშებს ვერ გაუძღვება. იგი, ასევე, ვერ იქნება სათადარიგო სკამზე პარასკევს, როდესაც „მამლები“ I ჯგუფის ბოლო შეხვედრას გამართავენ.

სამშაბათს დილით ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დედა გარდაეცვალა. დეშამი სამშობლოში ბრუნდება, რათა დაკრძალვას დაესწროს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ფილიპ დიალოსთან შეთანხმებით, რომელიც ამჟამად აშშ-ში, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების ბაზაზე იმყოფება, დიდიე დეშამმა გუნდი თავის ასისტენტს, გაი სტეფანს მიანდო. სტეფანი მთავარი მწვრთნელის დაბრუნებამდე უხელმძღვანელებს შეკრებას.

„ამ უმძიმეს და მტკივნეულ მომენტში, ფედერაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს დიდესა და მის ოჯახს“ - ვკითხულობთ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამის 14-წლიანი ეპოქა საფრანგეთის ნაკრებში, სწორედ ამ მუნდიალის შემდეგ დასრულდება, როდესაც იგი გუნდს ოფიციალურად დატოვებს და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ზინედინ ზიდანი გახდება.

სხვა სტატიები