Belive

მუდრიკს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის შემტევს, მიხაილო მუდრიკს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დოპინგის გამოყენების გამო ბრალდება წაუყენა:

შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მიხაილო მუდრიკს ბრალი წაუყენეს ანტიდოპინგური წესების დარღვევაში. ვინაიდან, საქმის გამოძიება მიმდინარეობს, დამატებით ინფორმაციის ვერ გავავრცელებთ.

FA-ს წესდების თანახმად, ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, უკრაინელს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

თავად ფეხბურთელი აკრძალული პრეპარატის მიღებას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ დოპინგზე გასული წლის აგვისტოშიც შეამოწმეს.

დროებითი დისკვალიფიკაციის გამო, მუდრიკს ჩელსის შემადგენლობაში 2024 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

სხვა სტატიები