მსოფლიო ჩემპიონატზე წყლის შესვენებები სავალდებულო იქნება
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, თითოეული ტაიმი სამწუთიანი წყლის შესვენებით შეწყდება - თუნდაც სიცხე არ იყოს.
FIFA-ს ეს გადაწყვეტილება კარს უხსნის სარეკლამო შესვენებების შემოღებას. FIFA-მ ეროვნულ გუნდებს განუმარტა, რომ შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომელიც შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება, ორი სამწუთიანი წყლის შესვენება იქნება. ეს შესვენებები თითოეული ტაიმის შუაში დაიწყება და ყველა მატჩში განხორციელდება - ამინდის მიუხედავად.
თუ მოთამაშე დაშავდება და თამაში რამდენიმე ათეული წამით შეწყდება, შესვენება შეიძლება დაიწყოს მე-20 ან 21-ე წუთზე და ამ გადაწყვეტილებას მსაჯი მიიღებს - დირექტივის მიხედვით, შესვენებები თითოეული ტაიმის 23-ე წუთზე უნდა დაიწყოს. ცვლილება მაუწყებლებისთვისაც პოპულარული იქნება - შესვენებებისას რეკლამების ყურებაც მოგვიწევს.
ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც სიცხემ და ტენიანობამ გავლენა მოახდინა წლევანდელ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე (აშშ-ში გამართული ზოგიერთი თამაშის დროს).
FIFA announce there will be three-minute hydration breaks in each half of the 2026 World Cup - irrespective if matches are played in cool conditions https://t.co/VVR5pLZzda
— Daily Mail Sport (@MailSport) December 8, 2025