Belive

,,მსოფლიო ჩემპიონატის წელი რომ არ იყოს, ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა'' - რას წერენ კვარაზე სოციალურ ქსელებში?

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიამ ნანტთან მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა. პარი სენ ჟერმენის ქართველი ვარსკვლავის ბრწყინვალე თამაშს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აი, რას წერენ ქომაგები:

  • ,,კვარაცხელია დაუფასებელია...''

  • ,,მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბი ამ მომენტისთვის!''

  • ,,მსოფლიო ჩემპიონატის წელი რომ არ იყოს, ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა''

  • ,,Kvara Ballon D'or''

  • ,,როცა შენი კერპი რონალდუა...''

  • ,,კვარადონა!''

  • ,,გადმოდი ლივერპულში, კვარა!''

  • ,,ნაპოლიდან გადმოვიდა და პსჟ-ში სასწაულებს ახდენს!''

  • ,,ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი კანდიდატია''

  • ,,კვარა პსჟ-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია''

  • ,,პსჟ-ს ისტორიისთვის კვარაცხელია უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ვიდრე - მბაპე''

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 42 მატჩში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

  • საფრანგეთის ლიგა 1-ის გადადებული, 26-ე ტურის შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენმა ნანტს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 25 არპილს, ანჟესთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები