Belive

მსოფლიო ჩემპიონატის კალათები ცნობილია | ყველაფერი წილისყრის შესახებ

2 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფიფამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კალათები გამოაქვეყნა. ტურნირის წილისყრა 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ჯონ ჯენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გაიმართება.

48 ნაკრები 4 კალათში ასე გადანაწილდა:

  • I კალათი - აშშ, მექსიკა, კანადა, ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია;

  • II კალათი - ხორვატია, მაროკო, კოლუმბია, ურუგვაი, შვეიცარია, იაპონია, სენეგალი, ირანი, სამხრეთ კორეა, ეკვადორი, ავსტრია, ავსტრალია;

  • III კალათი - ნორვეგია, პანამა, ეგვიპტე, ალჟირი, შოტლანდია, პარაგვაი, ტუნისი, კოტ-დ'ივუარი, უზბეკეთი, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა;

  • IV კალათი - იორდანია, კაბო ვერდე, განა, კურასაო, ჰაიტი, ახალი ზელანდია, ევროპის ზონის პლეი-ოფის 4 გამარჯვებული, კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის 2 გამარჯვებული.

პირველი კალათი მასპინძლებმა და ფიფას რეიტინგის პირველი 10-ეულის 9 ნაკრებმა დააკომპლექტა. რეიტინგის მიხედვით გადანაწილდა სხვა კალათებიც. ევროპის გარდა 1 ჯგუფში 2 წარმომადგენელი სხვა ვერცერთ კონტინენტს ვერ ეყოლება, ამგვარად, იქნება 4 ისეთი ჯგუფი, სადაც უეფადან 2-2 ნაკრები მოხვდება.

უკვე ცნობილია, რომ მასპინძლები A (მექსიკა), B (კანადა) და D (აშშ) ჯგუფებში იასპარეზებენ. შესაბამისად, მექსიკის ეროვნული ნაკრები ტურნირის გახსნით შეხვედრას 11 ივნისს, ,,აცტეკაზე'' ჩაატარებს, კანადა და აშშ კი 12 ივნისს ითამაშებენ.

პირველ 48-ნაკრებიან მსოფლიო ჩემპიონატს 2026 წელს ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები