Belive

მუნდიალზე ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაციის წესი შეიცვლება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის 48 გუნდამდე გაფართოება მეტ მატჩს ნიშნავს და, შესაბამისად, მოთამაშეების დისკვალიფიკაციის უფრო დიდ რისკსაც გამოწივევს (ყვითელი ბარათების დაგროვების გამო). ამ მიზეზით, ფიფა მზადაა გაითვალისწინოს ეროვნული ფედერაციებისა და მთავარი მწვრთნელების მოთხოვნა და ამ ზაფხულის ტურნირზე ყვითელი ბარათების მეორე ამნისტია შემოიღოს.

დამატებით ბარათის 'გადატვირთვას' მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო სამშაბათს, კანადის ქალაქ ვანკუვერში, ფიფას საბჭოს სხდომაზე განიხილავს. The Athletic-ის ცნობით, წესის დამტკიცება თითქმის გადაწყვეტილია.

წინადადების თანახმად, ყველა ყვითელი ბარათი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე დისკვალიფიკაციით არ დასრულდებოდა, გაუქმდება. ეს ორი გადატვირთვიდან პირველი იქნება. მეორე მეოთხედფინალის შემდეგ მოხდება და შეეხება იმ მოთამაშეებს, რომლებმაც მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი მიიღეს 1/32 ფინალში, 1/8 ფინალში და ბოლო 8 გუნდში.

ფინალში გასასვლელად ახლა რვა მატჩი იქნება საჭირო (7-ის ნაცვლად), რადგან განახლებულ ტურნირს ახლა დამატებითი პლეი-ოფის ეტაპი ექნება.

სხვა სტატიები