მსოფლიო ჩემპიონატი | ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის ქვეყანას 11 მილიონი ევრო გარანტირებული აქვს
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის FIFA-მ ტურნირზე მონაწილე ქვეყნებისთვის 748 მილიონი ევროს ოდენობის საპრიზო ფონდი გამოყო. ცნობილია თუ რამდენს მიიღებს ჯგუფში მონაწილე თითოეული ნაკრები და გამარჯვებული.
RMC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიის მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ეროვნული ნაკრები (ფედერაცია) დაახლოებით 43 მილიონ ევროს მიიღებს, მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის ქვეყანას 10.7 მილიონ ევრო გარანტირებული აქვს. ჯერჯერობით ზუსტი თანხა უცნობია თუ რამდენი იქნება საპრიზო ფონდი იმ ნაკრებებისთვის, რომლებიც ნახევარფინალში, ან მეოთხედფინალში იასპარეზებენ.
შედარებისთვის, არგენტინას, 2022 წელს ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის 36 მილიონი ევრო გადაეცა, აღნიშნული თანხა მაშინ ისედაც ითვლებოდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ოდესმე გამოყოფილ ყველაზე მაღალ თანხად. თუმცა, ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატი 48 გუნდიანი შეჯიბრი იქნება, ჩვეულებრივ 32-ის ნაცვლად.
მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
12,5 millions de dollars dès les phases de poules de la Coupe du monde 2026, 50 millions pour le vainqueur... combien toucheront les fédérations en fonction de leur parcours ?https://t.co/RCvTMlCgWL
— RMC Sport (@RMCsport) May 25, 2026