Belive

მსოფლიო ჩემპიონატი ინფანტინოს ხელფასზე შესანიშნავად მოქმედებს | RMC

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ხელფასი 2016 წლიდან 2024 წლამდე 4 მილიონი ევროთი გაიზარდა, RMC სპორტი შვეიცარიელ-იტალიელის შემოსავალს დეტალურად ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 2016 წელს როდესაც ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად დაინიშნა მისი ხელფასი 1 მილიონ 280 ათასი ევრო იყო, 2024 წელს კი 5 მილიონ 270 ათასი ევრო გამოიმუშავა. უფრო დეტალურად ჯანიმ 2 მილიონ 900 ათასი ხელფასის სახით, 1 მილიონ 800 ათასი ბონუსებით, ხოლო დაახლოებით მილიონ ნახევრამდე სხვადასხვა კომპენსაციებიდან მიიღო.

ჯანი ინფანტინოს მიმდინარე წლის ანაზღაურება ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფრანგული გამოცემის ცნობით მისთვის 2026 წელი განსაკუთრებით მომგებიანი იქნება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მუნდიალით ფიფა ძალიან დიდ თანხას გამოიმუშავებს, 2022 წელს კატარში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმა, ჯანი ინფანტინოს დაახლოებით 2 მილიონ ევრომდე ბონუსი მოუტანა. ის 2023 წელს ფიფას პრეზიდენტად მეორე ვადით დაინიშნა, ხოლო მომდევნო წელს მას შეუძლია მესამე და ბოლო ვადით დანიშვნისთვის იბრძოლოს.

სხვა სტატიები