მსოფლიო ჩემპიონატამდე 72 დღით ადრე, განამ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
განას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტო ადო აღარ იქნება, ფეხბურთის ასოციაციამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 72 დღით ადრე მიიღო. დიდი ალბათობით, ადოს გათავისუფლება ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში მარცხებმა გამოიწვია - განა ჯერ გერმანიის ნაკრებთან 2:1 დამარცხდა, ხოლო შემდეგ ავსტრიასთან 5:1.
შეგახსენებთ, რომ განა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, ისინი L ჯგუფში იმყოფებიან ინგლისთან, ხორვატიასთან და პანამასთან ერთად.
განას ფეხბურთის ასოციაციის განცხადება:
განას ფეხბურთის ასოციაციამ შეწყვიტა თანამშრომლობა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ოტო ადოსთან, რაც დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
ასოციაცია გულწრფელ მადლობას უხდის ოტო ადოს გუნდში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში მას წარმატებებს უსურვებს.
განის ფეხბურთის ასოციაცია „შავი ვარსკვლავების“ ახალ ტექნიკურ მიმართულებას დროულად გაავრცელებს. - განას ფეხბურთის ასოციაცია
GFA part ways with Otto Addo https://t.co/HXaoJNQUGh
— 🇬🇭 Black Stars (@GhanaBlackstars) March 31, 2026
ოტო ადო განას ეროვნულ ნაკრებს ორჯერ წვრთნიდა პირველად 2022 წელს, ხოლო ბოლოს 2024 წლიდან დღემდე. ბოლოს მან გუნდს 22 შეხვედრაში უხელმძღვანელა, რა დროშიც 8 მატჩი მოიგო, 5-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო 9-ში დამარცხდა.