Belive

მსაჯობასთან დაკავშირებულ ახალ სკანდალში ინტერი ფიგურირებს

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფონზე, იტალიის სერია A-სა და სერია B-ში მსაჯების დანიშვნის საკითხებზე პასუხისმგებელი ჯანლუკა როკი თანამდებობიდან გადადგა. როკის, 2024/25 წლების სეზონის 3 მატჩში, დარღვევებში ადანაშაულებენ.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიის მსაჯთა ასოციაციის ხელმძღვანელ ჯანლუკა როკის წინააღმდეგ, გამოძიება სპორტული თაღლითობის ბრალდებით მიმდინარეობს. ძიება ყოფილი თანაშემწე მსაჯის, დომენიკო როკას მიერ, იტალიის მსაჯთა ასოციაციაში გაგზავნილი საჩივრის შემდეგ დაიწყო.

გამოცემის თანახმად, როკის სამი ცალკეული ბრალდება წაუყენეს, რომელთაგან ორი მსაჯების დანიშვნაზე გავლენის მოხდენას უკავშირდება, ხოლო მეორე - VAR პროტოკოლის დარღვევას. საუბარია გასულ სეზონში იტალიის თასზე ინტერის ორ მატჩზე, ხოლო მეორე - უდინეზე/პარმას მატჩზე. როგორც ამბობენ, მან განზრახ შეარჩია მსაჯები, რომლებიც ინტერს ანიჭებდნენ უპირატესობას.

სხვა სტატიები