მპაბეს სკანდალი მწვავდება | საქმეში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩაერთო
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ფილიპ დიალო, კილიან მბაპეს გარშემო ატეხილ დაპირისპირებაში ჩაერთო. დიალო მიიჩნევს, რომ მბაპეს განცხადებებს მაო ძედუნისა და ჩინეთის შესახებ, ზედმეტად დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი აზრით, მბაპეს ბოდიშმა ამ საკითხს წერტილი უნდა დაუსვას.
ფედერაციის ხელმძღვანელობა კრიზისს ყურადღებით აკვირდება. საქმე მხოლოდ ეროვნული ნაკრების კაპიტანს არ ეხება. განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, საფრთხე ფედერაციასა და ჩინურ მხარეებს შორის არსებულ კომერციულ პარტნიორობასაც შეუქმნას. მათ შორის, უკვე გაფორმებულ კონტრაქტებსაც. გაზეთ Ouest France-სთან საუბრისას, დიალომ მბაპე დაიცვა.
კილიანის გარშემო არსებული დაპირისპირება იმაზე მასშტაბური გახდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. არ მგონია, რომ ის ჩინეთის რომელიმე ლიდერის იმიჯის შელახვასა ან ჩინელი ხალხის შეურაცხყოფას ცდილობდა.
ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს, რადგან კილიანმა ძალიან კარგად განმარტა ის კონტექსტი, რომელშიც ეს განცხადებები გააკეთა. მან ბოდიში მოიხადა და მიმაჩნია, რომ ეს საკმარისია იმისთვის, რომ სეზონი გააგრძელოს და ფეხბურთის გარდა, სხვა დამატებით საკითხებზე აღარ იფიქროს. - ფილიპ დიალო
დიალოს იმედი აქვს, რომ მბაპეს ბოდიშით, ეს საქმე დაიხურება. საკითხი უკვე თავად ფეხბურთელს გასცდა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ჩინეთთან ურთიერთობებსა და კომერციული პარტნიორობის დაზიანების საფრთხეც შექმნა.
🚨 PHILIPPE DIALLO 🇫🇷 PREND LA DÉFENSE DE KYLIAN MBAPPÉ 🇫🇷APRÈS LA POLÉMIQUE AVEC LA CHINE ! 🇨🇳👇
— Actu Foot (@ActuFoot_) October 29, 2026
🗣️ « C’est une polémique qui ne devrait pas durer, parce que je pense que Kylian a très bien expliqué dans quel contexte son intervention est intervenue.
Il s’est excusé, je crois… pic.twitter.com/TJnS0SQotc