მოურინიო: ,,სახლში რომ დავრჩენილიყავი, უფრო მეტს გამოვიმუშავებდი, ვიდრე ბენფიკაში მოსვლით''
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რიუ ავესთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ბენფიკაში მუშაობის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო მიზეზი ფინანსური სარგებელი იყო:
,,სეზონის ბოლომდე სახლში რომ დავრჩენილიყავი, უფრო მეტს გამოვიმუშავებდი, ვიდრე ბენფიკაში მუშაობით. ეს ძალიან მარტივი იქნებოდა, ოჯახთან ერთად დროის გატარება, ლონდონში ცხოვრება...
ალბათ, მკითხავთ, მაშინ რატომ ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ ძალიან მსიამოვნებს მუშაობა. მენატრებოდა ის, რისთვისაც ბენფიკა თამაშობს - ტიტულებისთვის თამაში! ამას ვერც რომაში გავაკეთებდი და ვერც - ფენერბაჰჩეში. ეს როგორც მწვრთნელისთვის და როგორც ადამიანისთვის, უნიკალური შესაძლებლობაა. სახლში ყოფნა ჩემთვის არ არის.'' - ჟოზე მოურინიო
ჟოზე მოურინიო ბენფიკას მთავარ მწვრთნელად 18 სექტემბერს დაინიშნა და ლისაბონურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.