Belive

მოურინიო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, მსაჯების შეურაცხყოფის გამო, სერია A-მ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა:

,,მწვრთნელი მსაჯთან კამათის გამო გააძევეს. მოურინიომ მეორე ტაიმში მსაჯის პროვოცირება სცადა და გაგდების დროსაც ასე მოიქცა. ასევე, სპეციალისტი თამაშის შემდეგ მსაჯების ოთახში შევიდა და მეოთხე არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა,'' - წერია განცხადებაში.

მოურინიო, ,,კრემონეზესთან”, სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზე, მეოთხე მსაჯთან, მარკო სერასთან, დაპირისპირების გამო, მოედნიდან გააძევეს.

მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა ინციდენტზე კომენტარი გააკეთა და მიანიშნა, რომ სერა ტურინიდანაა, მის გუნდს კი მომავალი მატჩი სწორედ ,,იუვენტუსის'' წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები