Belive

მოურინიო: "მესიმ უკეთესი მწვრთნელი გამხადა..."

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რომას" 60 წლის პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა - ჟოზე მოურინიომ, მის სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ, რომ არა მესი იგი უმაღლესი დონის მწვრთნელი შესაძლოა არ ყოფილიყო.

"ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, მესის წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად მიჭირდა. გინდა ჩელსი ავიღოთ, გინდ რეალი, მას პირადად ვუყენებდი არაერთ მცველს და მითითებებს ვაძლევდი, რომ პერსონალურად აეყავანა რამდენიმე ფეხბურთელს.

მესის უმაღლესი დონის საფეხბურთო ინტელექტი ყოველთვის მაძლევდა იმის ძალას, რომ უნდა მოვრეოდი. შეიძლება ბევრჯერ არ გამომივიდა, თუმცა არაერთხელ გამომსვლია მისი ისე ჩაკეტვა, რომ საყვედურს ვერავინ მეტყოდა.

თითქმის ყველა შეხვედრის დროს, სხვანაირ ტაქტიკას ვხაზავდი, რადგან ეს გენიოსი ბიჭი შემეჩერებინა. ამ ფაქტმა თავის მხრივ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რითიც საბოლოოდ ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ჩამოვყალიბდი..." - ჟოზე მოურინიო.

სხვა სტატიები