Belive

მოურინიო: ,,კარიერის ბოლო დღემდე ვიტყვი, რომ ბუდაპეშტში ფინალი არ წაგვიგია''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მის გუნდს გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში მარცხი (სევილიასთან პენალტები სერიაში) არ დაუმსახურებია:

,,გასულ სეზონთან შედარებით, ახლა სხვა ვითარებაა. კარიერის ბოლო დღემდე ვიტყვი, რომ ბუდაპეშტში ფინალი არ წაგვიგია. და ამას გავიმეორებ ყოველ ჯერზე, როცა ამის შესახებ მკითხავენ.

 

ახლა უკვე ახალი სეზონია და ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. გასული სეზონი მარცხით დავიწყეთ, რამაც პლეი-ოფში გასვლა გაგვირთულა. თამაში ჩემპიონთა ლიგის გუნდთან მოგვიწია, რაც ჩვენთვის დატვირთულ სეზონში მარტივი არ ყოფილა,'' - განაცხადა მოურინიომ.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,რომა'' ,,შერიფს'' ესტუმრება. 

მოურინიოს გუნდის ჯგუფში, ასევე, პრაღის ,,სლავია'' და შვეიცარიული ,,სერვეტი'' ასპარეზობენ.

სხვა სტატიები