Belive

მოურინიო: ,,არ მინდა, ვიფიქრო, რომ სერამ, რომელიც ტურინიდანაა, იუვენტუსთან მატჩის გამო გამაძევა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ,,კრემონეზესთან'', სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზე, მეოთხე მსაჯთან, მარკო სერასთან, დაპირისპირების გამო, მოედნიდან გააძევეს:

,,გიჟი არ ვარ, ჩემი რეაქცია გასაგები რომ იყოს, უნდა იცოდეთ, რა მოხდა. პიჩინინი ჩემს გაძევებაში მეოთხე მსაჯმა დაარწმუნა. მას არ აქვს იმის გამბედაობა, რომ ხმამაღლა თქვას, რა მითხრა, სწორედ ამან გამოიწვია ჩემი რეაქცია. მსურს, ვიცოდე, არსებობს თუ არა ჩვენი საუბრის ჩანაწერი.

არ მინდა, ვიფიქრო, რომ სერამ, რომელიც ტურინიდანაა, იუვენტუსთან მატჩის გამო გამაძევა, მაგრამ ჩემს კარიერაში პირველად, მსაჯის სიტყვები ჩემ მიმართ გაუმართლებელი იყო,'' - განაცხადა მოურინიომ.

,,კრემონეზემ'' ,,რომა'' 2:1 დაამარცხა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო ტურში ჟოზეს გუნდი ტურინის ,,იუვენტუსს'' უმასპინძლებს.

სხვა სტატიები